ჩვენი მომსახურება ბეჭდვა

ჩვენი მომსახურება რეაგირების სისწრაფეს და თქვენი მოთხოვნების გონივრულ გაანალიზებას ეფუძნება. გაცნობიერებული გვაქვს როგორც მომსახურების მიწოდების, ისე თქვენთვის ხელსაყრელ ფასად დაზღვევის შეძენის საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ: 

• ვმუშაობთ კლიენტისთვის და არა სადაზღვევო ან გადამზღვეველი კომპანიებისთვის;
• ვაწარმეობთ მოლაპარაკებებს კლიენტის სახელით, რათა მან საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული კონკურენტუნარიანი პირობები მიიღოს;
• მომსახურებას ვუწევთ კლიენტის ანგარიშებს სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში, მათ შორის, ვაწარმოებთ პოლისის ადმინისტრირებას; აგრეთვე, ინდოსამენტები და შესაბამისი შესწორებების შეტანას დაზღვეულ თანხებსა და გარემოებებში ცვლილებების გათვალისწინებით.
• წარმოვადგენთ კლიენტების ინტერესებს სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიებთან მათი პრეტენზიების ან რაიმე სხვა სახის დავების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების ჩათვლით;
• ვაკონტროლებთ/მეთვალყურეობას ვუწევთ ბაზარს; განვიხილავთ სადაზღვევო პოლისის ფორმულირებას, ინსტრუქციებს, სადაზღვევო ბაზრის ახალ მოთამაშეებს და პროდუქტებს.
• კლიენტებისთვის რისკის მართვის თაობაზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ.  

შესაძლებელია ჩამოტვირთვების:

ჩვენი მომსახურება  (pdf ფორმატში)

საბროკერო ჩანაწერის წერილის ნიმუში (MS Word ფორმატში)