Skip to content

Resolution Insurance Brokers, Georgia

ჩვენ შესახებ ბეჭდვა

"რეზოლუშნ ინშუარანს ბროუქერს, საქართველო" დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ სადაზღვევო და გადაზღვევის საბროკერო კომპანიას.

ჩვენი ბიზნესი შექმნილია იმ მიზნით, რომ ჩვენ კლიენტს გავუწიოთ ფასეული მომსახურება ისე, რომ სრულად უზრუნველვყოთ ჩევნი კლიენტების სადაზღვევო მოთხოვნები.
ჩვენი უპირატესობა კლიენტისათვის მისი კომერციული და პროფესიული საქმიანობითვის კომპლექსური, ინდივიდუალური დაკვეთის და კორპორატიული სადაზღვევო გადაწყვეტილების მიწოდებაში მდგომარეობს.
ჩვენ შევქმენით ძლიერი და მრავალმხრივი კლიენტთა ბაზა, რომელიც ბანკებს, მწარმოებლებს, წარმომადგენლობებს და კომპლექსურ მშენებლობებს აერთიანებს.
ჩვენ წამყვან ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებთან, რეგიონალურ გადამძღვეველებსა და საერთაშორისო ბროკერებთან საუკეთესო და გრძელვადიანი ურთიერთობები დავამყარეთ.
ჩვენ ვასრულებთ პირდაპირი და გადაზღვევის ყველა კლასის დაკვეთას და ამავე დროს ინოვაციების და პროდუქტის შემუშავებაში მოწინავე ადგილი გვიკავია.

დაზღვევა რთული და კომპლექსური საკითხია და კლიენტები ხშირად პროფესიონალი მრჩეველების დახმარებით სარგებლობენ, როგორც ეს იურისტების და საგადასახადო კონსულტანტების შემთხვევაში ხდება. საქართველო კონკრეტული გზით განვითარებადი ბაზარია და კლიენტს, რომელიც საქართველოში მუშაობს და თუ ის აპირებს საუკეთესო ხარისხის კოსულტაცია და სადაზღვევო საკითხის გადაწყვეტა მიიღოს, ამ საკითხის ყველაზე გამართლებულ გადაწყვეტად საქართველოში მოქმედი სადაზღვევო ბროკერის მომსახურებით სარგებლობა უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო პროდუქტების სრული სპექტრი ადგილობრივი მზღვეველებისგან ჯერ არ არის ადვილად ხელმისაწვდომი. ჩვენი გამოცდილებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ურთიერთქმედებით, ჩვენი კლიენტების მოთხოვნების კომპლექსური სადაზღვევო პაკეტის გადაწყვეტილებებზე სათანადოდDმორგებისთვის ვმუშაობთ.

დაზღვევა საქართველოში სულ უფრო იხვეწება და კომპლექსური ხდება:
• კომპანიები ზრდიან ინვესტიციებს თავიანთ ძირითად საშუალებებსა და ქონებაში, რომლებიც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს; კრედიტორები, ინვესტორები და სავაჭრო პარტნიორები მათ წინაშე სადაზღვევო მოთხოვნებს აყენებენ;
• ქვეყანაში პირველი ეროვნული სავალდებულო დაზღვევის კლასი დაინერგა; შემდგომი განვითარება ამ პროცესის თანამდევია;
• სადაზღვევო პრემიები კომპანიის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ხდება;
• ხარისხიანი კადრებისთვის კონკურენცია სულ უფრო მატულობს, რაც პროფესიონალი თანამშრომლების მოთხოვნაზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

შპს "რეზოლუშნ ინშუარანს ბროუქერს, საქართველო":
• მუშაობს კლიენტისთვის და არა სადაზღვევო ან გადამზღვეველი კომპანიებისთვის.
• აწარმეობს მოლაპარაკებებს კლიენტის სახელით, რათა მან საკუთარ სადაზღვევო მოთხოვნებზე მორგებული და კონკურენტუნარიანი პირობები მიიღოს;
• მომსახურებას უწევს ანგარიშებს ანგარიშებს სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში, მათ შორის, აწარმეობს პოლისის ადმინისტრირებას; აგრეთვე, ინდოსამენტები და შესაბამისი შესწორებების შემუშავება დაზღვეულ თანხებსა და გარემოებებში ცვლილებების გათვალისწინებით;
• კლიენტების ინტერესებს წარმოადგენს სადაზრევო და გადამზღვეველ კომპანიებთან პრეტენზიების ან სხვა ნებისმიერი სახის დავების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების ჩათვლითაც;
• აკონტროლებს/მეთვალყურეობას უწევს ბაზარს; გადახედავს სადაზღვევო პოლისების ფორმულირებას, ინსტრუქციებს, სადაზღვევო ბაზრის ახალ მოთამაშეებს და პროდუქტებს.;
• კლიენტებისთვის რისკის მართვის თაობაზე კონსულტაციების გაწევა; 

კლიენტების მომსახურება
კლიენტის მომსახურება ჩვენი წარმატების ძირითადი პრინციპია. ჩვენმა მოტივირებულმა და გამოცდილმა გუნდმა, შერწყმულმა მუდმივად ცვალებადი პროდუქტების ნაირსახეობასთან, შექმნა ჩვენი ძლიერი სახელის აღიარების საშუალება. დღესდღეობით ჩვენმა კომპანიამ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაგვიმკვიდრა.
 

 
What is an Insurance Broker?

An insurance broker is an independent professional insurance advisor who acts for you, the client, not the insurance company. read more...